რამ გაგვაძლებინა–1

ტახტისძირის საჯარო სკოლა
მერვე კლასი

     
მერვე კლასის მოსწავლეებმა იმუშავეს მოცემულ პროექტზე, შეაგროვეს მასალები, ჩაიწერეს  იმ ადამიანებისგან ის ისტორიები, რომლებიც გადახდათ მათ მაშინ, როცა ისინი იმყოფებოდნენ რუსული ოკუპაციის დროს.
კლასი მცირერიცხოვანია, კლასში ირიცხება სულ ექვსი მოსწავლე. ამიტომ კლასი გაიყო ორ ჯგუფად და მუშაობდნენ ცალ–ცალკე.
სულ გამოკითხულია და ჩაწერილია შვიდი ადამიანის ისტორია და მონათხრობი. გთავაზობთ ამ ისტორიებს.
პროექტის დასასრულს შედგება ერთობლივი პრეზენტაცია.
პროექტის განხორციელებაში მონაწილეობდნენ შემდეგი მოსწავლეები: ომარ ტყემალაძე, გვანცა ბაციკაძე, ქეთევან კობალაძე, ცისნამი ბარამაშვილი, ეკა ციცქიშვილი, მანუჩარ სომხაძე.
როგორ დაიწყო ომი
ალექსი ტყემალაძის მონათხრობი: ინტენსიური სროლა ორ აგისტოს დაიწყო. განხორციელდა შეტევა მეზობელ სოფლებზე ავნევზე, ნულზე, დვანზე. 20 წელია კონფლიქტი მიმდინარეობდა და ეს მორიგ პროვოკაციად ჩავთვალეთ, გვეგონა ეს ყველაფერი მალე ჩამთავრდებოდა, მაგრამ...
გერისო ბაციკაძის  მონათხრობი: 7აგვისტოს დილიდანვე ფართომასშტაბიანი შეტევა განხორციელდა ქართულ სოფლებზე. ისროდნენ ყველანაირი იარაღიდან, მათ შორის მსხვილკალიბრინიდან. იყო მსხვერპლი მეზობელ სოფლებში, დაინგრა რამოდენიმე სახლი, იყვნენ დაჭრილებიც...
ალბერტ ბარამაშვილის მონათხრობი: მიუხედავად დიდი შემოტევისა, სოფლის დატოვება, შემიძლია დავიფიცო, ფიქრადაც არავის არ გაუვლია არც დიდს და არც პატარას. ეს სოფლის მოსახლეობისთვის წარმოუდგენელი იყო, ჩვენი სოფელი, ჩვენი პრესტიჟი, ჩვენი სიმართლე ხომ მთელი ოცი წლის განმავლობაში საკუთარი მხრებით გვეჭირა...