რამ გაგვაძლებინა–2

სიმონ სომხაძის მონათხრობი: წარმოუდგენლად საშინელი ღამე იყო 7 აგვისტოს ღამე. ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო. ცა მთელი ღამე გაწითლებული იყო. ნამდვილი ჯოჯოხეთი ტრიალებდა. ხმაურისგან სახლები ზანზარებდა. სასტიკი და ხელჩართული ბრძოლა მიდიოდა და მაინც ყველა ვფიქრობდით, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდებიდა…
 
ალექსი ტყემალაძის მონათხრობი: რვაში დილით ადრე უკვე დაიწყო დაბომბვა ავიაციით. ბომბები ცვივოდა ყველგან ბაღებში, სოფელში, მინდორში. აღარ ვიცოდით თავი სად შეგვეფარებინა. ზაფხული იყო და სოფელი სავსე იყო დამსვენებელი ბავშვებით. ქალების და ბავშვების დატოვება აღარ შეიძლებოდა. დავიწყეთ ფიქრი, თუ როგორ გაგვეყვანა ისინი. ერთადერთი გზა იყო ბაღებზე, მალულად ევლოთ ფეხით ქარელისკენ. მალულად იმიტომ, რომ ნებისმიერ ადამიანს სროდნენ მაღლიდან მოიერიშეები ქალი იქნებოდა, ბავშვი თუ ჯარისკაცი, არავის ინდობდნენ...
არსენა კობალაძის მონათხრობი: ბავშვები და ქალები გავხიზნეთ, თუმცა ქალები უარს ამბობდნენ სოფლის დატოვებაზე. რამოდენიმე ქალი მაინც დარჩა. დაბომბვა უფრო ძლიერდებოდა, ჩვენმა სამხედროებმა უკან დახევა იწყეს. ინფორმაციულ ვაკუუმში ვიყავით, დაბომბვისას ელექტოენერგიის გადამცემი დაზიანდა, ააფეთქეს ავნევში არსებული კავშირგაბმულობის ანძა და აღარც სატელეფონო კავშირი აღარ არსებობდა. ვხვდებოდით, რომ რაღაც საშინელი ხდებოდა და მარტო სეპარატისტები ამდენ წინააღმდეგობას ვერ გასწევდნენ...