რამ გაგვაძლებინა–5

რამ გაგვაძლებინა?
ალბერტ ბარამაშვილის მონათხრობი: რამ გაგვაძლებინა? არ ვიცი ალბათ სამშობლის სიყვარულმა, იმან რაც ვენ ცნობიერებაში თურმე ღრმად ყოფილა მიმალული და გაჭირვების დროს იჩინა თავი--მშობლიური მიწის სიყვარულმა.
თამაზ კობერიძის მონათხრობი:  გაჭირვებამ გაგვაქვავა, გაგვაძლიერა. ჩვენთვის სოფლის დატოვება სიკვდილის ტოლფასი იყო. მართალია ჩვენი აქ დარჩენით ბევრი ვერაფერი ვუშველეთ, მაგრამ მთავარი იყო რომ ჩვენი სოფლის ჰაერს ვსუნთქავდით...
არსენა კობალაძის მონათხრობი: დღესაც ჩვენი სოფლის მიმდებარე ტერიტორიები ოკუპირებულია, ყოველდღე შევცქერით მათ და ვხედავთ, თუ რა თავხედურად იქცევიან, დაპარპაშობენ ჩვენ მიწაზე, სულაც არ ანაღვლებთ, რომ ეს „საზღვარი“ ჩვენი უსაზღვრო ტკივილია... 

ალექსი ტყემალაძის მონათხრობი: თუ რამემ გაგვაძლებინა ეს ალბათ იმედი იყო. ახლაც იმედით ვსულდგმულობთ, ველით იმ დროს, როცა უკანასკნელი ოკუპანტი დატოვებს საქართველოს. იმედია ეს მალე მოხდება...
                                                  (დასასრული)
P.S.   მასალა, რომელიც შეაგროვეს ბავშვებმა სრული სახით არ არის წარმოდგენილი. უამრავი მოგონება და მონათხრობი არსებობს, რომლის გამოქვეყნება არ ჩავთვალეთ საჭიროდ, იმიტომ რომ უფრო გულს დაგვიმძიმებდა და ბოღმით აგვავსებდა. ბოღმით ცხოვრება კი ვფიქრობთ, ისევ ჩვენ მოგვიტანს ზიანს...