პროექტი
სახელწოდება: „რამ გაგვაძლებინა…“
იდეა: 2008 წლის აგვისტოს ოკუპაციის დროს ოკუპირებულ ტერიტორიებში ჩარჩენილი ადამიანების საინტერესო და ტრაგიკული ისტორიების მოძიება.
აქტუალობა: ეს პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეების სოციალური უნარ-ჩვევების და კომუნიკაციის უნარების განვითარებას. მიიღებენ ცოდნას უშუალო თვითმხილველებისგან უახლესი ისტორიის შესახებ. ისინი იქცევიან უახლესი ისტორიის მომავალ მემატიანეებად.
მიზნები: ბავშვები მოისმენენ და ჩაიწერენ ძალიან ბევრ ტრაგიკულ ისტორიას, გაერკვევიან ოკუპაციის დროს მშვიდობიანი, უიარაღო ხალხის განცდებსა თუ ემოციებში. გამოკვეთავენ უზენაეს ღირებულებებს ჩვეულებრივ ადამიანში კრიტიკულ პერიოდში. გააკეთებენ ჩაწერილი ისტორიების დიფერენცირებას და ქრონოლოგიზაციას. ეს ყველაფერი დააფიქრებს საკუთარ მიდგომებსა თუ ღირებულებებში. აუმაღლდებათ მოტივაცია კვლევა-ძიების მიმართ.
ხანგრძლივობა: 20.09.11-20.01.12წწ
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები შექმნიან ამ ისტორიათა კრებულს, რომელიც გამდიდრებული იქნება ფოტომასალითა და აუდიოჩანაწერებით. მომზადდება პრეზენტაცია ფართო აუდიტორიისათვის.
რესურსები: ფოტოაპარატი, ვიდეოკამერა და სხვა.
მსვლელობა: მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად, თითოეულ ჯგუფს ექნება კონკრეტული დავალება კონკრეტულ ადამიანებთან კომუნიკაციისა. დროდადრო მოხდება მოძიებული მასალების შეჯამება-კორექტირება პროექტის ხელმძღვანელის ზედამხედველობის ქვეშ. მასალების მოძიების შემდეგ დაიწყება პრეზენტაციის მომზადება.ყველა ჯგუფის მუშაობა კონკრეტული მიმართულებით წარიმართება. დასკვნით ფაზაში ერთობლივად მომზადდება პრეზენტაცია.
საგანთან კავშირი: ისტორია-პროექტის მსვლელობისას აუცილებლად განიხილება ქართულ-რუსული და ქართულ-ოსური ურთიერთობები, რუსული კოლონიზაციის დასაწყისი, განვითარება და ასე შემდეგ. ხელოვნება-ისაუბრებენ ტრადიციებზე, მენტალობაზე, მრწამსზე და სხვა. გეოგრაფია-აუცილებლად ხაზი გაესმევა კონფლიქტში მონაწილე მხარეების გეოგრაფიულ ადგილმდებარეობას. ისტ.–მოსწავლეები მუშაობის პროცესში გამიყენებენ თანამედროვე ტექნოლოგიებს.
ხელმძღვანელი: მურთაზ მამაგულაშვილი.
პროექტის ვებ-გვერდი: http://murtazmamagulashvili.blogspot.com